საზოგადოება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

15 აგვისტოს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: კარტიკამი, კულიკამი, აბული, ბუზავეთი და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |