საზოგადოება
მაშველები თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების დახმარებას ცდილობენ
მაშველები თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების დახმარებას ცდილობენ. სამაშველო სამსახურის ჯგუფი მწვერვალზე ფეხით მიემართება, თუმცა უამინდობის გამო გადაადგილება უჭირთ.

ცნობილია, რომ 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მათ ღია მოტეხილობები აქვთ. ტურისტების დასახმარებლად მობილიზებულია ვერტმფრენიც, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის მიზეზით, სამაშველო ოპერაციაში ჩართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

"შემოვიდა შეტყობინება, 6-კაციანი ჯგუფია. სავარაუდო დაზიანება არის 2 ადამიანის, სავარაუდო მოტეხილობაა. დაბანაკებულები არიან ერთ ადგილზე. სამაშველო ნებისმიერ დროს მზად არის, უბრალოდ ამინდი შესაბამისი არ არის და რისკის ფასად ვერტმფრენის იქ შესვლა, მოგეხსენებათ, არ შეიძლება", - ამბობს მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანი. 

"მთავარი არხი"
| Print |