საზოგადოება
ადიგენის მერია წარმატებული ახალგაზრდებისთვის სტიპენდიას აწესებს
ადიგენის მერია ადგილობრივი წარმატებული ახალგაზრდებისთვის სტიპენდიას აწესებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მერის თქმით, სტიპენდიას წარმატებული სტუდენტები და სკოლის ის კურსდამთავრებულები მიიღებენ, რომლებიც სწავლას ვერცხლის ან ოქროს მედალზე დაასრულებენ.

მერის ინიციატივით, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის სტუდენტებს ერთი სემესტრი სრულად დაუფინანსდებათ.
| Print |