საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამცხე-ჯავახეთში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

16 აგვისტოს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტისს სოფლებში" საყუნეთი, ზიკილია, თისელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს - ახალციხეში, მესხეთის, გორგასლის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე;

15:30-დან 16:30 საათამდე - ბორჯომში რობაქიძის, ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე.

16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კუმურდო, ჩამდურა, ჩუნჩხა, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში;

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |