საზოგადოება
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში 25 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. ვაკანსიები სამცხე-ჯავახეთში შემდეგ პოზიციებზეა:

  • სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 4 ვაკანსია;
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება) – 1 ვაკანსია.
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური – 20 პოზიცია;
საქართველოს მასშტაბით სულ კონკურსი გამოცხადებულია პატრულ-ინსპექტორის 47 ვაკანტურ თანამდებობაზე, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე კონტროლიორი) 38 ვაკანტურ თანამდებობაზე და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60 პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შეუძლიათ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://hr.police.ge



| Print |
თეგები: ვაკანსია / შსს /