ბორჯომის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
22 აგვისტოს 12:00-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: ქვაბისხევში, ზორეთსა და დვირში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.