საზოგადოება
ბორჯომში, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

პარალელურად, მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.
| Print |