საზოგადოება
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობა და ახლაც გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი, 300-მდე მეხანძრე - მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 წარმომადგენელი.

ადგილზე ასევე იმყოფებიან თავდაცვისა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ტყის მასივში ორი დღის წინ გაჩნდა.
| Print |