საზოგადოება
პირველ ეტაპზე 150 სამხედრო გამოვიყვანეთ, შედეგი უკვე გვაქვს - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში 150 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო, რომლებსაც სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ.

"პირველ ეტაპზე ჩვენ 150 სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ, რომლებსაც სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ შესაბამისი ტექნიკით. თქვენ ხედავთ, რომ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე სტიქია უახლოეს დღეებში დასრულდება", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სამხედროებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრე - მაშველები, ვერტმფრენები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.

ბორჯომში ტყე უკვე მეოთხე დღეა იწვის.
| Print |