საზოგადოება
ბორჯომის ტყის ხანძარი აწყურს მოუახლოვდა
ბორჯომის ტყიდან ხანძარი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურს მოუახლოვდა. ცეცხლი სლესის ციხის მიმდებარედ ტყეს უკიდია.

ბორჯომში ტყე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული პირები ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერაა, სადაც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მისივე თქმით, არის ძველი კერები, რომლის ლიკვიდაციაც შეძლეს, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ახალი ცხელი კერებიც გაჩნდა. 

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან სამხედროებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, მეხანძრე - მაშველები, ვერტმფრენები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.
| Print |