საზოგადოება
დამწვარი ტყე არის მოსახლეობის გარანტირებული სიღარიბე - რეზო გეთიაშვილი

ბორჯომის ტყეში, ხანძრის გაჩენიდან მეექვსე დღეს ცეცხლის სამი ძირითადი კერა არსებობს, დაკვამლიანება კი ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში შეინიშნება. ხანძრის კერა გაჩნდა აწყურშიც. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა ფართობზე იწვის ტყე, 22 აგვისტოს შემდეგ არ გავრცელებულა. ორი დღის წინანდელი მონაცემით, დამწვარია 150 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ასეთი მასშტაბის ხანძარი ეკოლოგებს 2008 წლის ომის შემდეგ არ ახსოვთ. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)  დირექტორის მოადგილე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

რეზო გეთიაშვილის აზრით, ,,ნახანძრალ ტყეებში აუცილებლად გააქტიურდება მეწყრული პროცესები, სტიქიები, შეიქმნება ლანდშაფტის აღდგენის პრობლემა და რაც მთავარია,  დამწვარი ტყე არის მოსახლეობის გარანტირებული სიღარიბე, ხელისუფლება კი ძალიან დიდი ხანია თვალს ხუჭავს ამ სისტემურ პრობლემებზე".
| Print |