საზოგადოება
ემუქრება თუ არა საფრთხე დასახლებულ პუნქტებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს?

ხანძრის გაჩენიდან მერვე დღე და საშიშროება, რომელიც დასახლებულ პუნქტებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება დაემუქროს. ცეცხლი დღეს ახალციხის სოფელ აწყურსა და ბორჯომის სოფელ ქვაბისხევს ერთდროულად მიუახლოვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა სოფელი თისელი, სადაც მილსადენის გამშვები პუნქტი მდებარეობს. მოსახლეობის თქმით, რამდენიმე კილომეტრში საძოვრები უკვე დაიწვა. სამთავრობო უწყებები კი აცხადებენ, რომ ხანძრის კერების 90% უკვე ლოკალიზებულია.
| Print |