საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედრო დონეცკის ოლქში იბრძოდა. ჯარისკაცი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ კრამატორსკში მიმდინარე შეტაკებებისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
გარდა ამისა, უკრაინაში მყოფი მებრძოლების ცნობით, 25 აგვისტოს, შეტაკებებისას დაიჭრა კიდევ 4 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც სხვა დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდნენ. დაიღუპა მათთან ერთად მებრძოლი აზერბაიჯანის მოქალაქეც.
"ერთ-ერთ ქართულ დანაყოფში არის 4 ქართველი დაჭრილი, ერთი აზერბაიჯანელი გარდაცვლილი. სხვა დანაყოფში არის სამწუხაროდ გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, რომელიც სლავიანსკის მიმართულებით იბრძოდა. ჯერ კიდევ ვადგენთ მეომრები მასზე არსებულ ინფორმაციას", - ამბობს უკრაინაში მერძოლი ნოდარ ყარალაშვილი.
დაღუპული ქართველი ჯარისკაცი მეომრებმა ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს. მისი გადმოსვენება სამშობლოში რამდენიმე დღეში მოხდება.
"მთავარი არხი"
გააზიარეთ :