საზოგადოება
რატომ არ ჩანდა მოქალაქეების ინდივიდუალურ ანგარიშებზე საპენსიო დანაზოგი?
დროებით, მოქალაქეების ინტერნეტბანკებში არ ჩანდა გრაფა, სადაც მითითებულია, თუ რა ოდენობის თანხაა დაგროვილი მათ საპენსიო ანგარიშებზე. მონაცემები არც ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე იძებნებოდა.

როგორც საპენსიო სააგენტოში განაცხადეს, სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აუცილებელი განახლებითი სამუშაოები ჩატარდა და მოქალაქეების ანგარიშებზე დაგროვილი თანხები უკვე ასახულია.

„ეს არის სტანდარტული, ჩვეულებრივი განახლებითი პროცესები, რომლებიც, 3-6 თვეში ერთხელ, აუცილებლად ტარდება, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს. ​განახლებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია“, - განმარტეს სააგენტოში.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს. 9 აგვისტოს მონაცემებით, გაცემულმა თანხამ უკვე 5 072 564.85 ლარი შეადგინა. მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ ლარზე მეტია.
| Print |