საზოგადოება
ბორჯომში, კვირიკეს ეკლესიასთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
ქვაბისხევის მიმდებარედ კვირიკეს ეკლესიის გვერდით, ახალი კერა გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი საკმაოდ ძლიერია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.

"სავარაუდოდ ცეცხლმოკიდებული მორი ან რამე დაგორდა  და ამან გამოიწვია ახალი კერის გაჩენა"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი,თემურ მღებრიშვილი.

სტიქიის ადგილზე ძლიერი ქარის გამო ვერ მუშაობს ავიაცია. ცეცხლის ჩაქრობას მაშველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მდინარის წყლით ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მისი ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
| Print |