საზოგადოება
ნინოწმინდის სოფელ პატარა არაქალში ხანძარი გაჩნდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა თითქმის ტყემდე და მოსახლეობის სახლებამდე მიაღწია, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა და ადგილობრივებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახდინეს.

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი გაუფრთხილებლობისა და მაღალი სიცხის გამო გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია ადგილობრივის შეშა და მინდვრები.

შემთხვევის ადგილზე ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი მუშაობდა.

რადიო "ნორი"
| Print |