საზოგადოება
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, სავტომობილო გზის გაფართოების სამუშაოების შესრულების მიზნით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 00:00სთ-დან 08:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია." - ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |