საზოგადოება
ბორჯომის ნაკრძალში ტყე სამლოცველოს მახლობლად იწვის
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ახალციხის, ადიგენისა და გორის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ჩაერთვნენ. ცეცხლი ტყეს ნაკრძალში მდებარე სამლოცველოს მახლობლად უკიდია. ადგილობრივების თქმით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია. 

ხანძრის ახალი კერები ბორჯომში დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა. ბორჯომის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მალევე მივიდა. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია ავიაცია, თავდაცვის ძალები, მეხანძრე-მაშველები, დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

სალიკვიდაციო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.
| Print |