საზოგადოება
ლიკანთან პოლიციამ გზა გადაკეტა
ბორჯომში, ლიკანთან პოლიციამ გზა გადაკეტა. დასახლებაში შესვლის უფლება, მხოლოდ ადგილობრივებს და ხანძრის ქრობაში მონაწილე პირებს აქვთ. 

"გზა გაათავისუფლეს, რომ ტექნიკის მანქანები ავიდნენ. სამხედრო მანქანები წავიდნენ, ტრაქტორები, კვადროციკლებით ახალგაზრდები", - ამბობს ადგილობრივი თამარ მელიქიძე.

მოსახლეობის ვარაუდით, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებული პუნქტიდან ხანძარი, თითქმის 5 კილომეტრშია. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, ცეცხლი მათ სახლებს მიუახლოვდეს.

"საშიშია რა თქმა უნდა. ხომ შეიძლება გავრცელდეს და მოსახლეობამდე ჩამოვიდეს. ტყეში ვცხოვრობთ ფაქტობრივად", - ამბობს ლიკანის ერთ-ერთი მკვიდრი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ადგილობრივებს უჭირთ. მათი თქმით, ტყე სალოცავთან ახლოს იწვის.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში არ გამორიცხავენ რომ ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობით გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ლიკანთან ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები დღეს, 1 სექტემბერს გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ავიაცია და ცოცხალი ძალა. 


| Print |