საზოგადოება
ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი სამმა ვერტმფრენმა განაახლა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა.

ადგილზე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამბობენ, რომ მიუვალი ადგილის გამო სახანძრო ტექნიკა ვერ ახერხებს მისვლას, ამიტომ წყალი მილებით მიჰყავთ ხანძრის კერებამდე. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.

ხანძრის გავრცელების მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
| Print |