საზოგადოება
Instagram-ი €405 მილიონით დაჯარიმდა
ირლანდიელმა მარეგულირებლებმა, ბავშვების კონფიდენციალობის დარღვევისთვის, Instagram-ი 405 მილიონი ევროთი დააჯარიმეს, - ამის შესახებ BBC წერს.

„საჩივარი ეხება ბავშვების მონაცემებს - განსაკუთრებით კი მათი ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს“, - წერს მედიასაშუალება.

Instagram-ის მფლობელმა Meta-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
| Print |