საზოგადოება
სოფელ ურაველში ნადირმა ძროხა დაგლიჯა
სოფელ ურაველში ნადირმა მოდებაძეების ძროხა დაგლიჯა. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მეპატრონეებს მტაცებელზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ღამით საქონელი სახლში არ დაბრუნდა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ ძროხა დილით, სახლიდან დაახლოებით 70 მეტრში, დაგლეჯილი იპოვეს.

ამ ეტაპზე უცნობია რომელმა ცხოველმა დაგლიჯა პირუტყვი, თუმცა ვარაუდობენ, რომ სოფელში ფოცხვერი ჩავიდა. მათი თქმით მგლის ან სხვა რომელიმე ცხოველი შემთხვევაში ძაღლების ყეფის ხმას მაინც გაიგებდნენ.

საქონელი ლიბერთის სესხის სავალდებულო დაზღვევითაა უზრუნველყოფილი. მეპატრონეები "ჯიპიაი ჰოლდინგის" პასუხს ამ დრომდე ელოდებიან ანაზღაურდება თუ არა მიყენებული ზიანი.

სოფელში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და საქონლის ნადირისგან დაგლეჯის ფაქტები ხშირია.

| Print |