საზოგადოება
დღეს ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
დღეს ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ125-კმ126 მონაკვეთზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიმდინარეობს ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოები, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2022 წლის 13 სექტემბერს 08:00სთ-დან 14:00სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია."-
ნათქვამია განცხადებაში.
| Print |