საზოგადოება
ახალციხეში ასობით სატვირთო ავტომობილის რიგია

ახალციხეში სატვირთო ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგია. ქალაქის შესასვლელში გაჩერებული ასობით ტრაილერი ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ გადაადგილდებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა გააჩერეს. მძღოლები ამბობენ, რომ მიზეზი არ იციან. ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავებისთვის არც ისაა ცნობილი, როდის მისცემენ გზის გაგრძელების უფლებას. მძღოლების თქმით, მათ ნაწილს მალფუჭებადი პროდუქტი აქვს, ღამის გათენება კი მანქანებში უწევთ.

სატვირთოები ძირითადად, რუსეთიდან მოდიან, რომლებსაც ტვირთი თურქეთში მიაქვთ.

რამ გამოიწვია საზღვართან რიგები - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

| Print |