საზოგადოება
22 ოქტომბერს ახალციხეში „პურის ფესტივალი" გაიმართება
22 ოქტომბერს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე "პურის ფესტივალი გაიმართება". ღონისძიებას ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO), და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ატარებს.

ფესტივალი 2010 წლიდან, უკვე მეოთხედ, იმართება ახალციხეში. მისი მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისება.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას, მათ შორის უცხოელ და ადგილობრივ მეწარმეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ თანამშრომლობითი და ბიზნეს ურთიერთობები, გახადონ პროდუქტი უფრო ცნობადი როგორც რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით. მონაწილეობა უფასოა რეგიონში მცხოვრები მეწარმეებისთვის.

გთავაზობთ ფესტივალის განრიგს:
  • ფესტივალის გახსნა: 13:00
  • ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქტის გამოფენა/გაყიდვა/ დაგემოვნება: 13:00 -17:00
  • ადგილობრივი და ტრადიციული კერძების დაგემოვნება: 13:30 -16:00
  • პურის ცხობა და ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასები 13:30 - 15:30
  • კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით: 14:00 - 14:30 და 15:00 – 15:30
  • გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის: 14:00 - 15:30
  • ვიქტორინა: 14:30 - 15:00
  • ცეკვისა და ხელნაკეთობების მასტერკლასები: 15:00 - 17:00
  • კონცერტი After Party მოწვეული მომღერლების მონაწილეობით: 18:00 - 19:00
დასწრება თავისუფალია.
| Print |