საზოგადოება
28-30 ოქტომბერს, ქალაქ ვალეში ქალაქის დღესასწაული გაიმართება
28-30 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, ქალაქის დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობები.

მოსახლეობას შეეძლება გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანოს თავის მოყვანილი ან ხელნაკეთი პროდუქტი. წარმოდგენილი იქნება ნატურალური ბიოპროდუქტები.სამივე დღეს იმუშავებს ფურნე.მოიხარშება აპოხტის ხინკალი.

ქალაქის დღესასწაულზე ჩატარდება სხვადასხვა კონკურსი და შეჯიბრი:
  • მხატვრების კონკურსი ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის
  • ჭადრაკის ფესტივალი
  • ვალეს ღია პირველობა ჭიდაობაში
  • მკლავჭიდში
  • კალათბურთში
  • ფრენბურთში
გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები, თასი და ფულადი პრიზები.

ყველა დაგეგმილი აქტივობა ვალეს კულტურის სახლის ტერიტორიაზე გაიმართება.
| Print |