ახალი წლიდან ახალციხეში სატრანსპორტო ორგანიზაცია გამართულად იმუშავებს
12:24 / 28.10.2022
შეღებილი აივნების ფერი და ხარისხი, განახლებული ცენტრალური პარკი, ქალაქის გამწვანებისა და სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის საკითხი, საქალაქო ტრანსპორტი, სხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რაზეც დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
საბჭოს წევრების ნაწილთა აზრი ხშირ შემთხვევაში ორად გაიყო, ნაწილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებდა, მეორე ნაწილი კი დადებითად აფასებდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანომ - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ 27 ოქტომბერს რიგით მესამე სხდომა გამართა. დღევანდელ სხდომას 27 წევრიდან მხოლოდ 14 მათგანი ესწრებოდა.
ახალი წევრებისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ პირველი სხდომა 25 მარტს გამართა.