საზოგადოება
პირველი ნოემბრიდან ამანათებზე ფასები გაიზარდა - რა ღირს გზავნილები?
კონტეინერების გაიაფება ახლა ავია და სახმელეთო გადაზიდვებზე ფასის ზრდამ ჩაანაცვლა - ამის შესახებ „ინექს გრუპის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს.

„საკონტეინერო გადაზიდვები ფასი იკლებს, მაგრამ მაინც გაცილებით მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, პანდემიის დროს, თუ კონტეინერების დეფიციტის გამო იყო გადაზიდვის ფასი გაზრდილი, ახლა ეს ფაქტორი საწვავის გაძვირებამ ჩაანაცვლა. ავია და სახმელეთო გადაზიდვები ნელ-ნელა კიდევ ძვირდება. გარდა ამისა, გადაზიდვების ხარჯებს ემატება, უცხოეთში გადაზიდვამდე და გადაზიდვის შემდეგი ხარჯები (დისტრიბუციის).

შედეგად, იძულებული გავხდით, რომ 1-ლი ნოემბრიდან ამანათების ტარიფები დაგვეკორექტირებინა. ფასები გაიზარდა 50 ცენტიდან 1 ევრომდე. მაგალითად, გერმანიაში ერთი კილოგრამი ამანათის ღირებულება 1 ევროთი გაიზარდა, აშშ-ში 60 ცენტით"
, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხარჯებს ზრდის სამუშაო ძალის დეფიციტიც.

„ფასის ერთ-ერთი შემადგენელია მუშახელის გაძვირებაც, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თავისთავად მუშახელის სიძვირემ გამოიწვია ის, რომ ხარჯები გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია ძალიან მაღალია და ცხადია ხელფასებიც გავზარდეთ. ჩვენს სფეროში მუშახელის სიმწირეს იწვევს აქტიური მიგრაცია აშშ-ში და პოლონეთში. ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობით მოხდა გადინება", - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ცნობისთვის, ამანათებზე 1 კგ-ს ღირებულება აშშ-დან 8.5 დოლარია, 6.5 გირვანქა სტრელინგია დიდი ბრიტანეთიდან, 4.5 ევრო ღირს გზავნილები იტალიიდან, 3.5 ევრო საბერძნეთიდან, 12.5 დოლარი ჩინეთიდან, 8 ევრო გერმანიიდან, 4 დოლარი თურქეთიდან და 2.5 ევრო კვიპროსიდან.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.