საზოგადოება
ასპინძაში მამაკაცს დენმა დაარტყა
ასპინძაში შუახნის მამაკაცს დენმა დაარტყა. სხვადასხვა სახის დამწვრობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი სილქნეტის ქვეკონტრაქტორი კომპანიის ,,სერვის ნეტის" თანამშრომელს პირველადი დახმარება ასპინძაში გაუწიეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. 

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ ცნობით,  დაბის ცენტრში მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს „სილქნეტის“ თანამშრომელი ბოძის გამოცვლის დროს შეეხო. მომხდარის გამო ასპინძას ელექტროენერგია არ მიწოდება. დაშავებული თანამშრომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. მომხდარი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |