საზოგადოება
ყოველი მეორე ხანდაზმული საკუთარი ფინანსებით უკმაყოფილოა
გამოიკვეთა, რომ მარტო მცხოვრები ყოველი მეორე ხანდაზმული, ძირითადად, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილოა: ძალიან უკმაყოფილო - 23.8%, სრულიად უკმაყოფილო - 27.1%, - ამის შესახებ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევაშია აღნიშნული.

გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა თითქმის მეოთხედის შემთხვევაში ძილს დღე-ღამის განმავლობაში 9-12 საათი ეთმობა.

„რესპონდენტებმა დამატებით შეაფასეს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, კვლევაში მონაწილე ხანდაზმულები, ძირითადად, შუალედურ პოზიციას იკავებენ - 30.4% ზომიერად კმაყოფილია, ხოლო 27.9% - ზომიერად უკმაყოფილო. თუმცა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც საკუთარი ფინანსური მდგომარეობით ძალიან ან სრულიად უკმაყოფილოა (38.2%), კმაყოფილთა ოდენობას მკვეთრად აჭარბებს.

გამოიკვეთა, რომ მარტო მცხოვრები ყოველი მეორე რესპონდენტი, ძირითადად, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილოა: ძალიან უკმაყოფილო - 23.8%, სრულიად უკმაყოფილო - 27.1%. მართალია, ზოგადი უკმაყოფილება ჯგუფებს შორის შენარჩუნებულია, ის ხანდაზმულები, რომლებიც 5 ან მეტწევრიან ოჯახში ცხოვრობენ, ძირითადად, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით ზომიერად კმაყოფილნი არიან (39.1%)“
, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (61.8%) 24 საათის განმავლობაში 6-8 საათს უთმობს ძილს (ხანმოკლე ჩაძინებების ჩათვლით), მათგან 27.9%-ს 8 საათი სძინავს, ხოლო 19.8%-ს - 7 საათი.

„გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა თითქმის მეოთხედის შემთხვევაში ძილს დღე-ღამის განმავლობაში 9-12 საათი ეთმობა.

გამოკითხვამ ცხადყო, რომ კვლევაში მონაწილე ხანდაზმულებს ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო ხშირად სერიოზული დაავადება (ან მიღებული დაზიანება) (33.3%), ფინანსური სირთულეები (36%) და ახლო ნათესავის ან მეგობრის გარდაცვალება (26.1%) გამოუცდიათ. დასახელებული პასუხების საშუალოდ მესამედი სწორედ ამ საკითხებს შეეხება”
, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში მონაწილე ყოველი მეორე კაცი რესპონდენტი (50.2%) საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს როგორც დამაკმაყოფილებელს (ქალი - 43.6%). ქალი ხანდაზმულების დიდი ნაწილის (47.4%) ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ფასდება, როგორც ცუდი.

„65-70 წლის (53.6%) და 71-75 წლის (44.5%) ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ ხანდაზმულთა დიდი ნაწილი საკუთარ ჯანმრთელობას დამაკმაყოფილებლად აფასებს. თუმცა, ასაკის ზრდასთან ერთად, მზარდია იმ რესპონდენტთა წილი, რომელთა შეფასებითაც, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია: 76-80 წლის - 52.5%, 81-85 წლის - 53.1%.

გამოკითხვისას რესპონდენტებს ინტერვიუერმა გააცნო სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, როგორებიცაა: სიმსივნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია, სმენის დაქვეითება, გადაადგილების შეზღუდვა (ქრონიკული ფიზიკური მდგომარეობა), ართრიტი, კარდიოვასკულარული პრობლემები, დემენცია ან მახსოვრობის პრობლემები, ცუდი მხედველობა. ამ შემთხვევაში არ შეფასებულა, კონკრეტულად რა დაავადება აწუხებთ რესპონდენტებს, განისაზღვრა მხოლოდ დაავადებების რაოდენობა. ხანდაზმულ პირს შეეძლო, დასახელებული კატეგორიების გარდა, ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენის მომხდენი სხვა დაავადებებიც გაეთვალისწინებინა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მეოთხედს არც ერთი დაავადება არ აქვს (25.5%), თითქმის ყოველ მესამეს ერთი დაავადება აწუხებს, ხოლო მეხუთედზე მეტს - 2 დაავადება (21.7%). ამასთან, მეათედს აჭარბებს მათი წილი, ვისაც 3 სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებს (12.4%). 4, 5 და 5-ზე მეტი დაავადების მქონეთა წილი ჯამურად 8%-მდეა”,
-აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა უმრავლესობა (69.7%) ბოლო ორი წლის განმავლობაში ნერვიულობის, შფოთვის, დაძაბულობის ან დეპრესიის გამო ექიმთან ან თერაპევტთან არ ყოფილა. მსგავსი გამოცდილება 29.8%-ს აქვს.

„რესპონდენტთა დიდი ნაწილი (44.6%) საკუთარი გონებრივი ან ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სოციალურ თუ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის მხრივ არასდროს იზღუდება. თითქმის მეხუთედი ამ მიზეზით სირთულეებს იშვიათად აწყდება (19%), ხოლო 15% - ზოგჯერ. რესპონდენტთა მეათედზე მეტმა (12.7%) აღნიშნა, რომ გონებრივი ან ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ხშირად ზღუდავს სოციალურ ან ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობისგან”,- აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის, კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 65-85 ასაკის 1000-მა რესპონდენტმა. მათი მეოთხედი თბილისის მცხოვრებია, თითქმის 40% სხვა ურბანულ დასახლებაში ცხოვრობს, ხოლო 35% - სასოფლო ტიპის დასახლებაში. რესპონდენტები სქესობრივი ნიშნით თანაბრად არიან გადანაწილებულნი: ქალი - 50%, კაცი - 50%.

კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიომეცნიერებათა განყოფილების მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
ასპინძა 15 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 18 °C
img
თბილისი 21 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 10 °C
img
ნინოწმინდა 11 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahis