საზოგადოება
ელგუჯა ბაქრაძეს მესამე დღეა ეძებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ელგუჯა ბაქრაძე სახლიდან, სოფელ ხევაშენიდან, 5 დეკემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ახლობლების ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი ახალციხის მიმართულებით წავიდა. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართა.

ინფორმაციის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე - 579 26 53 65
| Print |