საზოგადოება
საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომისტები
დავით აღმაშენებელმა უცხოელ ვაჭრებს, ქართველ ვაჭრებთან შედარებით გადასახადებში შეღავათი დაუწესა. დიდძალი ქარავნებიდან მიღებული შემოსავლებით კი ქვეყნის ჯარი და მსტოვრების ინსტიტუტი გააძლიერა.

ილია ჭავჭავაძე ცდილობდა, რომ საქონლის გაცვლა ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალი ყოფილიყო.

სულხან-საბას იდეა დაინტერესებულიყო საფრანგეთი, რომ სომეხ ვაჭრებს სპარსული საქონელი საქართველოს გზით ეტარებინათ, სწორედ საქართველოს გლობალურ ვაჭრობაში ჩართვას ემსახურებოდა.

დავით სარაჯიშვილი შვილობილ კომპანიებს ხსნის ბაქოში, ერევანსა და ვლადიკავკაზში, არა იმიტომ, რომ საქართველოში საწარმოს გახსნისთვის ადგილი აღარ იყო, არამედ, კავკასიის რეგიონული ეკონომიკური შეკავშირებულობით, საქართველო გლობალურ ბაზრებზე უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გამხდარიყო.

ნიკო ნიკოლაძის აზრით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, პირველ რიგში უნდა გვეფიქრა დამოუკიდებელი რკინიგზის განვითარებაზე, რაც ეროვნული ინდუსტრიების ზრდას დააჩქარებდა. ნიკო ფოთში ნავსადგურს აშენებდა და ბაქოდან ბათუმამდე რკინიგზას აპროექტებდა.

აკაკი შანიძემ ლექსად დაგვიბარა:

“ცალი თვალი პონტოსაკენ,
ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს
და ნუ ვაღებთ დარიალსა!”


პონტოს რაობა გასაგებია და გურგანი, ეს კასპიის ქარავნებია. გურჯი-ბოღაზი თურქულად საქართველოს ყელს ნიშნავს, რაც ყარსი-ახალქალაქის თანამედროვე მაგისტრალს გულისხმობს. დარიალი კი დასაკეტია!

საქართველოში სკამთაყვანისმცემლობა უნდა დასრულდეს. და ეს მხოლოდ ლიბერალური წესრიგით მიიღწევა, რასაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი შეეწირა.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |