საზოგადოება
ნინო წილოსანი ქალ მეწარმეებს შეხვდა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვანი საკითხების ლობირება და ამ მიმართულებით ახალი თანამშრომლობა იტალიასთან - ეს იყო საკითხები, რომელზეც ახალციხეში, მეწარმე ქალებთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის დეპუტატმა და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების შესახებ ტრენინგი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, რომელსაც 50-მდე მეწარმე დაესწრო. დეპუტატის განმარტებით, მსგავს შეხვედრებზე მეწარმეები სახელმწიფო პროგრამების შესახებ იღებენ ინფორმაციას და სარგებლობენ ინდივიდუალური კონსულტაციით. ბიზნესწარმოების პრაქტიკული კურსი და თეორიული ცოდნის გაზრდა კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.

ნინო წილოსანმა ერთის მხრივ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალი სამუშაო დეტალები დაგეგმა. ,,გვაქვს ბევრი წარმატებული საქმე და პრიორიტეტიც სწორედ რეგიონებში ქალების ეკონომიური გაძლიერებაა" - აღნიშნა დეპუტატმა.
| Print |