"მთავარი ამოცანაა მეტი ტურისტის მოზიდვა" - ანტონ ობოლაშვილი
10:16 / 06.04.2023
სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ბორჯომის სრული განახლება.
ობოლაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვარძიას უდიდესი პოტენციალი აქვს, საყურადღებოა მის მიმდებარედ არ მოხდეს ქაოსური მშენებლობები.
დეპუტატი აბასთუმანში მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი განახლების შემდეგ კურორტი შეძლებს გაცილებით მეტი ტურისტის მიღებას, ასევე იგეგმება დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
ობოლაშვილის განცხადებით, განახლებითი სამუშაოები დაგეგმილია ადიგენის მასშტაბითაც.