საზოგადოება
ბორჯომში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ექსპერტებთან ერთად, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტზე და საბჭოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. სამუშაო შეხვედრები მეორე დღეა ბორჯომში ტარდება.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მისი თქმით, დოკუმენტში ევროპის ქვეყნების პრაქტიკისა და უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციების ასახვა ხდება. დოკუმენტის დახვეწაში ცესკოს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ეხმარება.

შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ექსპერტები ესწრებიან.
| Print |