ახალციხეში გენდერული ფესტივალი ჩატარდა, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაა. ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა მეწარმე და შემოქმედი ქალების ნამუშევრები. სტენდებზე კი განთავსდა ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესახებ.
ფესტივალის დასასრულს მედია კონკურსის ის მონაწილეები დააჯილდოვეს, რომლებმაც ჟურნალისტური მასალები რეგიონში მცხოვრები ქალების შესახებ მოამზადეს.
ფესტივალის ორგანიზატორია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში ,,გენდერი ფოკუსში“, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია დივივი.