საზოგადოება
ივლისიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის გაკონტროლება იგეგმება
ივლისიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის სპეციალური აპარატებით გაკონტროლება იგეგმება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„ტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის ივლისიდან ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით.

კანონპროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების მიმართულებით.

უახლოეს მომავალში მთავრობას წარვუდგენთ ინიციატივას ახალი ავტომობილების იმპორტის საკითხებზე, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და მომდევნო წლიდან, განსაკუთრებით მოძველებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას,“
- ვკითხულობთ ანგარიშში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრი ოთარ შამუგია პარლამენტში ხვალ წარადგენს.
| Print |