საზოგადოება
სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა გაიზარდა
წელს 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა 10,6 მლნ ლარით გაიზარდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მარტში სათამაშო ბიზნესმა ხაზინაში 34,238 მლნ ლარი შეიტანა, 2022 წლის 3 თვეში - 23,607 მლნ ლარი.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს 3 თვეში სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 16,270 მლნ ლარი შევიდა, სამორინეს მაგიდიდან - 13,308 მლნ, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 3,550 მლნ ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან - 569,749 ათასი ლარი, კლუბის მაგიდიდან - 504,519 ათასი ლარი, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 15 ათასი ლარი, ხოლო არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან 13,833 მლნ ლარი.
| Print |