საზოგადოება
რეზერვისტებმა ახალციხის ციხეზე ფიცი დადეს

30 აპრილს, დღეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს რეზზერვისტებმა. ფიცის დადების შემდეგ რეზერვისტები დეკანოზმა იოანემ დალოცა. ტერიტორიული რეზერვის I მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი კაპიტანი თემურ ფეიქრიშვილი მეცხრე არხთან მესხეთის მოსახლეობას რეზერვისტობისკენ მოუწოდებს.

,,დღეს კიდევ ერთი ოცეული შეემატა ჩვენს ბატალიონს, მესხეთი კიდევ ერთი ოცეულით გაძლიერდა და ტერიტორიას კიდევ 27 ახალი სამხედრო მოსამსახურე, ახალი რეზერვისტი შეემატა" - აღნიშნა კაპიტანმა თემურ ფეიქრიშვილმა. 
| Print |