საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქშიც იზეიმეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მიულოცა.

დილიდან ქალაქის ცენტრში მოეწყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, მათ შორის თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
| Print |