საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის 25 ივნისიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე და ბორჯომი) საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. პირველი ეტაპის სამუშაოები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები შინამეურნეობების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს.

შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს.

მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები.

მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
| Print |