საზოგადოება
ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას - კელი დეგნანი
,,პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებდნენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი. ერთ-ერთი მექანიზმი, რომ რუსეთმა დაასრულოს ეს ომი.

ამ შემთხვევაში ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას. რეალურად, ყველა ზომა, რაც არის მიღებული, ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეაჩერონ აგრესიული ომი და სწორედ ამას ემსახურება სანქციები. შეთანხმებული კონტროლი საზღვრებზე და ა.შ. ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასე შემაშფოთებელი" - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და რუსეთთან პირდაპირ ფრენებს გამოეხმაურა.
| Print |