ახალციხეში მედიისთვის “პლურალიზმის და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა საქართველოში“ - თემაზე ვორქშოპი ჩატარდა.
პროექტის მიზანია გააძლიეროს პლურალიზმისა და ტოლერანტობის ღირებულებებზე დაფუძნებული სადისკუსიო პლატფორმა საქართველოში მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეების, ამით პროცესი გახადოს უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და გადაწყვეტების ძიებაზე ორიენტირებული. მედია და სამოქალაქო საზოგადოება პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორიაა, პროექტი განხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში- ქვემო ქართლში, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში.
პროექტს „პლურალიზმის და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა“ - სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის და კანონის უზენაესობის ფონდთან ერთად ახორციელებს.