ახალციხეში აგვისტოს ომის დროს დაღუპული პირები გაიხსენეს
11:30 / 08.08.2023
ახალციხეში აგვისტოს ომის 15 წლისთავი და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული პირები გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და მოქალაქეებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ახალციხის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ადგილობრივები გაიხსენეს.
აგვისტოში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი მეომარი დაიღუპა. ადიგენიდან – ალექსანდრე ზაზაშვილი, არტემ ბალახაშვილი და დევი ჩადუნელი; ახალციხიდან – ანზორ გელდიაშვილი; ასპინძის სოფელ მირაშხნიდან – ტარიელ ქამაშიძე; ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან – თამაზ მელიქიძე.