საზოგადოება
მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი ახლებურად გაიწერება - შსს
მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი ახლებურად გაიწერება, - აღნიშნულს გულისხმობს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილების მიზანია გაუმჯობესდეს მეხანძრე-მაშველთა სოციალური გარანტიები.

„კანონპროექტით, ახლებურად გაიწერება მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი და წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ 2005-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ნამსახურობა.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებსა და ბუნდოვან ჩანაწერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი პირების სახელმწიფო კომპენსაციების გამოთვლის წესებთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკაში ნორმების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის.

პროექტის მიზანია, ნათელი, განჭვრეტადი და ერთგვაროვანი ჩანაწერები დადგინდეს სახელმწიფო კომპენსაციის გამოთვლის წესებთან დაკავშირებით. მათ შორის, მნიშვნელოვანია, გაიწეროს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ პირს, კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, გარდა სამინისტროს სისტემაში სამხედრო და სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, ჩაეთვლება ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა,“
- ვკითხულობთ კანონპროექტში.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.