საზოგადოება
აფციაურები - გუდამაყრელი მეომრები
ძველთაგან გუდამაყარში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი აფციაურთა.

ეგრე უბნობენ, თითქოს ქისტეთით გუდამაყარში გადმოხვეწილან ძმანი აფი და ჩაღი. აფი ათნოხს დამდგარა, ჩაღი – ჩოხს. ძმათაშვილნი ყოფილან თურმე აფციაურნი და ჩოხელნი.

მერმე ხევსური – შატილიონი ჯალაბაური გადმოიხვეწა გუდამაყარში და ძველ აფციაურთა გვარზე შემოდგა ფიცით.

მერმე მახევე – გორისციხელი ავშაჯანიაური მოსისხლეთ გამოერიდა გუდამაყარში და ესეც აფციაურთა გვარს შემოეყარა ფიცით.

ერთიც მოდგა ჟამი განსაცდელი, ჟამი ვაჟობისა და სწორთა მჯობინობისა. ჯალაბაურთ აფციაურნი ზურაბ ერისთვისშვილს გაჰყვნენ კახეთს, თუშთა და ფშაველ-ხევსურთა ლაშქარში გაერივნენ, ბახტრიონს ციხის გალავანს გადაევლნენ, ხმლითა სცეს ყიზილბაშთ და სახელი და გუდამაყრის ნაცვლობა მოიპოვეს. წელი იყო 1659.

ხსოვნაში შემორჩნენ პაპი და გივი ჯალაბაურთ აფციაურნი – ნაცვალნი გუდამაყრისა, დუმაცხოს მამასახლისი აფციაური შიო და წინამხრის მამასახლისი აფციაური ჯალაბა.

1795 წლის 11 სექტემბერს, გამთენიისას, აფციაურნი კრწანისის ველზე იდგნენ არაგველთა შორის. დუმაცხოს ჯალაბაურთა ძირის აფციაურთ ციხე სდგმიათ “შორით მზარავი მტერთა”.

ვერ იტევდა გუდამაყარი აფციაურთა სიმრავლეს, ბარად მოედინებოდნენ ჟამითი-ჟამად. ახალ სამოსახლოზე ახალი გვარის სახელნი დაერქმიათ ახალმოსახლეთ ადგილ-ადგილ.

ეგრე, ფსუტურნი და ჯაბაურნი – ქსანზე და ჯავარაშვილნი – ერწოს აფციაურთა შტონაყარნი გვარნი არიან.

ძირად აფციაურთა და აფციაურთა გვარზე შემომდგარ-შემოფიცულთა და აფციაურთა შტონაყარ გვართა საერთო სალოცავებია: ზეგარდის წმინდა გიორგი, დუმაცხოს სახმთო მაღალი და ათნოხს წვერის ანგელოზი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აფციაურნი გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა დროშის ქვეშ.

ამჟამად აფციაურნი ცხოვრობენ: გუდამაყარში, შიდა ქართლში, ალგეთზე და თრიალეთში, სამცხეში, გურიაში, ერწო-თიანეთში, გარე და შიგნით კახეთში, ქიზიყში, შირაქში და ჰერეთში, აგრეთვე ჩრდილოის მხარეს, კავკასს გადაღმა: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის და დიდი ნოღაის ველებზე.

საქართველოში აფციაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5112-ს შეადგენს.

წყარო: scroll.ge
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.