საზოგადოება
ბორჯომში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს

ბორჯომში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს. სამიტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელი იქნება ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.

სამიტში 70-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას.ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით და დასრულდება 9 ნოემბერს.
| Print |