საზოგადოება
აბულაძეები - ჯავახეთის სოფელ აბულიდან წარმოშობილან
აბულაძეები აზნაურთა საგვარეულო XVI-XVIII საუკუნეების საქართველოში. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა, რომელიც ნიშნავს „საყავრეს მცხოვრებს“.

აბულაძეთა გვარის წარმოშობა XI საუკუნის დამდეგს და XII საუკუნის მიწურულს ბაგრატ III-ის (1008 წ) და თამარის მეფობის ხანის (1184-1213 წწ) უკავშირდება და ისინი მთავრად და საქართველოს სამეფოს დიდ მოხელედ, პოლიტიკურ მოღვაწედ, და ერისთავთ-ერისთავად გვევლინებიან, ხოლო გუარნი მთავართა მათი ძუელთანი ჩამონათვალში მოიხსენებიან ერისთავერისთავობით და გუარნი არ წარიწერებიან. დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში (1089-1125 წ) კლდეკარის მამასახლისად მოიხსენიებიან, რომელთაც სხვებთან ერთად აღასრულეს მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდლის სიტყვა და თურქებს წაართვეს სამშვილდის ციხე.კათოლიკოს სვიმონ ჩხეტიძის დროს ფერსათის მამასახლისი სულმამა აბულაძე (1664 წ) იყო. 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ აზნაურთა წოდებაში დაამტკიცა და საოჯახო სახელობით სიაში შეიტანა გურული და იმერელი აბულაძეები.

აბულაძეებს აზნაურობა მოუდიოდათ: მესხეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქართლში, ქსნის საერისთავოში. XVII-XVIII საუკუნეთა სიგელ-გურჯებში მამასახლისნი მეფეთა და კათოლიკოსთა იმერთა. ღმერთისა და საქართველოსათვის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აბულაძეები გამოდიოდნენ ქართველთა ლაშქარში: მუხრანბატონთა, დადიანთა, გურიელთა, წერეთელთა, ამილახვართა, ციციშვილთა, ბარათაშვილთა, აგრეთვე ალავერდელ, ბოდბელ და ნეკრესელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ. ქართლში, გაღმამხარის, თარხნიშვილთა მამულში.შიდა ქართლში, დირბის მოსახლე აბულაძენი იმერეთიდან მოსულან, რომელთაც თარხნობა ჰბოძებიათ მეფეთაგან. იმერნი, ჩხარელნი, აბულაძენი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახურნი ყოფილან XVII საუკუნიდან.

აბულეთიძეთა გვარი ჯავახეთიდან იღებს სათავეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არის დიდი და პატარა აბულის მთა, რომლის ძირში არის სოფ. აბული. კატრიკამის საგამგებლო, მდინარე ფარავნის შენაკადი-აბულის სათავეში.აბულა იმ პერიოდისთვის იყო მამაკაცის გავრცელებული საკუთარი სახელი, რომელსაც უკავშირდება აბულაძეთა გვარის წარმოშობა. ტოპონიმი-სააბულაძეო უბანი დღემდე შემორჩენილია საჭანაოსა და საზარანდოს შუა (ძველი ხიბულა), დაიდაღის ნაპირას ერგეთის თემი. სოფ. ზედა ვაშლოვანში. ვაშლოვანის თემის საკრებულო( ხულოს რაიონი-აჭარა).აბულაძეების შტოგვარებია: აბულაძეშვილი და ობლიძე.

ობლიძეები ვახტანგ მეფის დროს 1711 წელს მეფის კარზე დაახლოებულნი იყვნენ და მოხსენიებულნი არიან 1783 წლის ტრაქტატის შინა, რომლებიც ქართლში აზნაურებად იწოდებოდნენ და იმერთა აზნაურ აბულაძეთა მოძმენი იყვნენ.

აბულაძეები რიცხვმრავალი გვარია. ისინი ოდითგანვე კომპაქტურად დასახლებული ყოფილან: იმერეთში, ქართლში, აჭარაში, გურიაში და ჯავახეთში. ამჟამად აბულაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, აჭარაში, გურიაში, ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში- თბილისში, თერჯოლაში, ზესტაფონში, ბაღდადში, ადიგენში, კასპში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ტყიბულში, ჭიათურაში, ქუთაისში, ბათუმში, ხულოში, ქედაში,ქობულეთში, ხელვაჩაურში. ამჟამად აბულაძეების გვარი 11 080 - შეადგენს.
| Print |