საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთს არტაანის დელეგაცია სტუმრობდა

სამცხე-ჯავახეთს თურქეთის ქალაქ არტაანის მერი, ფარუქ დემირი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

ვიზიტის მიზანი, რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.

მხარეებმა რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო თურქული ვალუტის ინფლაციას და ვაჭრობას. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მხარეებმა მჭიდრო და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ორ რეგიონს შორის ურთიერთობების განმტკიცება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.
| Print |