საზოგადოება
2023 წელს, ახალციხის ციხეს 24%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია
2023 წელს, ახალციხის ციხეს 24%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით, 2022 წელს ისტორიულ ციხეს 91 240- ვიზიტორი ეწვია, 2023 წელს კი 112 985.

"2023 წელი შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული და ნაყოფიერი წელი იყო ახალციხის ციხისთვის, რადგან 2022 წელთან შედარებით ვიზიტორთა 24%-იანი მატება დაფიქსირდა.

2022 წელს ახალციხის ციხის კომპლექსი მოინახულა 91 240-მა ვიზიტორმა, აქედან:
  • საქართველოს მოქალაქე: 50 224 ვიზიტორი.
  • უცხოელი: 41 016 ვიზიტორი.

2023 წელს კი, 112 985 ვიზიტორი ესტუმრა კომპლექსს, აქედან:
  • საქართველოს მოქალაქე: 61 932 ვიზიტორი.
  • უცხოელი: 51 053 ვიზიტორი.

ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხე" მადლობას უხდის ამ წარმატებული შედეგის მიმღწევ ყველა რგოლს, გაწეული შრომისა და გვერდში დგომისთვის"
- ნათქვამია ციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |